ჩაგდებული ტენდერები და აუშენებელი მიწისქვეშა პარკინგები – ხაბეიშვილის მორიგი ბრალდება კალაძეს (06.07.2020)

ჩაგდებული ტენდერები და აუშენებელი მიწისქვეშა პარკინგები – “ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერს  მორიგ ტყუილში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახი კალაძე  მოსახლეობას   ჯერ კიდევ 2018 წლის 4 მაისს,  10  ადგილზე,  მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას დაპირდა, თუმცა ავტოსადგომები დღემდე არ აშენებულა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, თავის დროზე  მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა და პრობლემის მოგვარება აღარავის უცდია.  ხაბეიშვილი დედაქალაქის მერს 2 წლის წინ გაცემული დაპირების შესრულებას სთხოვს და ურჩევს რომ თუკი მას ამ პრობლემის მოგვარება არ შეუძლია, ავტოსადგომის მოწყობის საშუალება კერძო კომპანიებს მისცეს.