საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა და 953 გახდა. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია და ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან. ახალი ინფიცირებული არ მიუღია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც ამ ეტაპზე 24 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ ორმა ადამიანმა დაამარცხა, რითიც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830 გახდა. კარანტინის რეჟიმში 3828 ადამიანი იმყოფება. სტაციონარში დაკვირვების ქვეშ კი 192 პირი რჩება. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 15 ადამიანი გარდაიცვალა.