რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი საქართველოს მოქალაქე, ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისში გადაიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის თქმით, მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა მიყენებული აქვს მარცხენა ფეხის ბარძაყზე. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით შუახნის მამაკაცი ოკუპირებული გალიდან სოფელ ფიჩორის გავლით, განმუხურში გადაპარვას ცდილობდა, რა დროსაც ის ოკუპანტებმა შეამჩნიეს და უკან დაბრუნება მოსთხოვეს. მამაკაცი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა, რა დროსაც მას ესროლეს.