ბაჩანა შენგელია თეა წულუკიანის უწყებას საკონსტიტუციო სასამართლოში უპირისპირდება. ნოტარიუსი იუსტიციის მინისტრის იმ ბრძანებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც, შენგელიას ნოტარიუსის უფლებამოსილება პოლიტიკური მიკერძოების მოტივით შეუწყდა. შენგელიას უფლებებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, სადაც ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული ამ განკარგულებით ნოტარიუსებს აზრის გამოხატვის უფლება ეზღუდებათ, რაც არაკონსტიტუციურია. შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა გასულ კვირას ფეისბუქზე დაწერილი პოსტების გამო შეუჩერდა, თუმცა მოგვიანებით, საქალაქო სასამართლომ შენგელიას განცახდება დააკმაყოფილა და იუსტიციის სამინიტროს მისთვის სანოტარო საქმიანობაზე წვდომის აღდგენა დაავალა.