19 ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებას სთხოვს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა, მნიშვნელოვანი საკითხია. ოპოზიცია ითხოვს, რომ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება შეწყდეს. განცხადებაში საუბარია რამდენიმე დღის წინ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის.