მამაკაცს, რომელმაც 24 წლის მეუღლეს ბენზინი გადაასხა და მისი დაწვა სცადა სასამართლომ აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ რამდენიმე საათიან სხდომაზე დაცვის მხარე მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ე.წ გირაოს სანაცვლოდ გამოშვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ გაიზიარა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა მისი მეუღლე ბენზინ გასამართ სადგურზე მოტყუებით წაიყვანა, იყიდა ბენზინი და სახლში დაბრუნების შემდეგ მას ცეცხლი წაუკიდა. ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ შალვა გოგოლაძე დანაშაულს შორიდან უყურებდა, რის შემდეგაც ის ადგილიდან მიიმალა. სასტიკ დანაშაულში ბრალდებული მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. გოგოლაძეს 16 დან 20 წალმდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.