კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა და 23 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო 24 საათის სტატისტიკა საქართველოში. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, დღეს გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 7 შემოტანილია, 1 კი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 939 შემთხვევაა დადასტურდა, საიდანაც 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.