ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი COVID-19-ზე მომზადებული სიუჟეტის გამო, რესპონდენტების სახლმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს და მოქმედებისკენ მოუწოდებს. “მთავარი არხის” ეთერში 20 ივნისს გასულ სიუჟეტში რესპონდენტები ყვებოდნენ, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების ცნობაში, მიზეზად, კორონავირუსის ჩაწერის სანაცვლოდ, 10 000 ლარს სთავაზობდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში, მარნეულში მცხოვრები ორი ადამიანი სუს-ში დაიბარეს.