სოციალური აგტენტები შრომითი უფლებებისა და ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. მათი პროტესტი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დაიწყო, ახლა კი ისინი მინისტრთან და სოციალური მომსახურების სააგანტოს ხელმძღვანელთან შეხვედრას ითხოვენ. სოციალურ აგენტებს სურთ მოისმინონ განმარტებები, თუ რატომ ვერ მოხერხდა 21 დღის ვადაში შეხვედრების განხორციელება მათი შრომითი დავის მოსაგვარებლად. ამჯერად ვადას მოლაპარაკებების დასაწყებად ჯანდაცვის სამინისტროს ორშაბათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაფიცვებს აანონსებენ.