პრემიერ-მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და ლუგარის ცენტრის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარია ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრს ესტუმრა და განაცხადა, რომ ცენტრის თანამშრომელთა პროფესიონალიზმისა და უდიდესი ძალისხმევის შედეგია ის, რომ ქვეყნის ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია. ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმაც. თქვა, რომ კოვიდთან ბრძოალში საკვანძო როლს სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასრულებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით კი ის შედეგები, რაც საქართველომ დადო, სამაგალითოა როგორც რეგიონისთვის, ისე მსოფლიოსთვის