ახალი დეტალები გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში – საქმეს ახალი მოწმე – ფოტოგრაფი ჰყავს

ახალი დეტალები გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმეში –  გიორგი შაქარაშვილის საქმეს ახალი მოწმე – ფოტოგრაფი ჰყავს.  როგორც ირკვევა, ის შემთხვევის ღამეს  იმ ცენტრალურ მაგისტრალზე იმყოფებოდა, საიდანაც გიორგი შაქარაშვილის კვალი ქრება. როგორც ირკვევა ღამეს მანაც არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე დამალვა სცადა. ფოტოგრაფი მედიასთან ჯერ არ გამოჩენილა. დღეს დილიდან, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში, შაქარაშვილის საქმეზე დაკითხულ პირებს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდათ. ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა  “ოქროს მოწმე”, გურამ ამირხანაშვილიც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს,  საქმის სხვა ფიგურანდეტბაც, მათ შორის იმ მორაგბეებმა, რომლებიც შემთხვევის ღამეს “ტოიოტას” მარკის ავტომობილს მართავდნენ.  ამ ეტაპზე 19 წლის ფეხბურთელის საქმეში – ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს. 19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 3 დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვის კალაპოტში იპოვეს.