საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ქართველებს კონგრესმენი ადამ კინზინგერი ულოცავს. ის განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზაა, მაგრამ ნამდვილად ღირს. პრემიერ-მინისტრ გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარე თალაკვიძეს, ოპოზიციის ლიდერებს და საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!” – წერს კინზინგერი.