ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. საბჭოს არამოსამართლე წევრმა თქვა, რომ იუსტიციის საბჭო ვეღარ იქნება ასპარეზი მისი ბრძოლისთვის, რადგან მის წინააღდეგ დაიწყო “ორკესტრირებული ბინძური კამპანია”, რისი მიზანიც მისივე თქმით, იმ ბრძოლის გაუფასურებაა, რომელიც ორი წლის მანძილზე საბჭოში ჰქონდა. განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანიის ავტორებს მხოლოდ სეირის შექმნა სურთ. მან განცხადებით პრეზიდენტს უკვე მიმართა და მომავალში მთელ რესურს მის ახალ პლატფორმას, “მოძრაობა ხალხისთვის”, დაახარჯავს.
“თვალთმაქცობა იყო იმის მტკიცება, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდა “, — ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოლეგის მიერ საბჭოს დატოვებას. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ნაბიჯი დოლიძემ თავის დროზე არ გადადგა და საჭირო გახდა სხვების მითითება.
ანა დოლიძის მეირ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას სწორს, თუმცა დაგვიანებულს უწოდებს იუსიტიციის საბჭოს მდივანი. გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ანა დოლიძე რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. მისი განცხადებით, ამან სასამართლო სისტემა გარკვეულწილად დააზიანა.
ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა, ლევან კობერიძემ და ლევან იოსელიანმა პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს ხელი 18 ივნისს მოაწერეს. ხოლო იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე მაშინდელმა პრეზიდნეტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წელს 4 წლის ვადით დანიშნა. მისი საბჭოდან წასვლის თაობაზე კი გადაწვეტილება სალომე ზურაბიშივლმა უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ ვინ იქნება იუსტიციის საბჭოს ახალი არამოსამრთლე წევრი.