არ დაუშვათ კილაძის კომიტეტის წევრად არჩევა – NGO-ები სოფიო კილაძის წინააღმდეგ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართავენ. 52-მდე ორგანიზაცია გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ახალ წევრად სოფიო კილაძის შესაძლო არჩევასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავს, რომ პარლამენტის დეპუტატი სოფიო კილაძე ახალ წევრად არ აირჩიონ. ივნისის ბოლოს აღნიშნულმა კომიტეტმა 9 ახალი წევრი უნდა აირჩიოს. არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ კილაძე არ უნდა აირჩიონ კომიტეტის წევრად, რადგან მისი კვალიფიკაცია, რეპუტაცია და შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების დარღვევა ამის საფუძველს არ იძლევა. ხელმომწერ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი სოფიო კილაძე არ გამოირჩევა თანასწორობისა და ადამიანის უფლებების მაღალი რწმენითა და პატივისცემით. ასევე ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით და ამასთან, კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა სოფიო კილაძე. არასამთავრობოების ამ შენიშვნებს იზიარებს ოპოზიციაც.