მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ საარჩევნო რეფორმა ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით ჩავარდა. “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კვლევა ჩაატარა. კითხვაზე, რამდენად იცოდნენ რესპონდენტებმა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის მიერ ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რაც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ისახავდა მიზნად, გამოკითხულთა 64% ამ ამბის შესახებ ინფორმირებული იყო. 64%-დან უმრავლესობა ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება ან მმართველი პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილება გახდა. ამავე 64%-ის ⅔-ზე მეტი მხარს უჭერს ქვეყანაში პროპორციული სისტემის არსებობას.
კვლევის მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 79% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენაა საჭირო. კვლევა “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა და მთელი ქვეყნის მასშტაბით 1,763 ადამიანი გამოკითხა.