20 ივნისის ერთი წლის თავზე, პრემიერისთვის კვლავ მეორეხარისხოვანია, ვინ გასცა სროლის ბრძანება

ე.წ გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის თავზე, პრემიერისთვის კვლავ მეორეხარისხოვანია ის, თუ  ვინ გასცა სროლის ბრძანება და  ისროდნენ თუ არა სამართალდამცავები აქციის მონაწილეებისკენ  დამიზნებით. ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ  შსს-მ და სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანას აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და არეულობა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, ე.წ  გავრილოვის ღამეს სამართალმდამცავებმა მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს, რის გამო ათობით ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი თვალი დაკარგა. პროტესტი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდომას მოჰყვა.