გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს

გერმანიის ფედერალური პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულს უწოდებს. შესაბამისი განცხადება გერმანიის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის – ზელიმხან ხანგოშვილის, იგივე თორნიკე ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე გაავრცელა. პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეჭვმიტანილმა მკვლელობა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით ჩაიდინა. განცხადებაში ასევე საუბარია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. სწორედ აქ გერმანიის პროკურატურა საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულს უწოდებს.

„შეკვეთილი მკვლელობის უკან იდგა მსხვერპლის მტრული დამოკიდებულება რუსეთის მთავრობასთან, ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და ასევე საქართველოს პრორუსულ მთავრობასთან,“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს.