ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, სახელმწიფო წვრილ ტურისტულ კომპანიებსა და გიდებს ავტომობილებში რეგულაციის დაცვას აიძულებს, მაშინ როცა მაგალითად თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრების რაოდენობის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. ოპოზიციის აზრით, მთავრობა ამ მეთოდით ცდილობს თვითდასაქმებული მოქალაქეები ტურისტული სექტორიდან განდევნოს და ისინი მაღალჩინოსნების კუთვნილი კომპანიებით ჩაანაცვლოს.