“ლელო საქართველოსთვის” ხელისუფლებას მოუწოდებს სარესტორნო ბიზნესისთვის ბოლო დღეებში დაწესებული ჯარიმები გააუქმოს. პარტიის ლიდერების აზრით, რესტორნებისთვის გამოწერილი 10 000 ლარიანი ჯარიმები ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კიდევ უფრო მეტად აზიანებს და დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ 26 კაფე შეამოწმა და მათგან 16 10 000 ლარით დააჯარიმა.