ე.წ. “ბავშვთა პორნოგრაფიის” გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრალიის და საქართველოს მოქალაქეები დამნაშავედ ცნო და ერთს 20 წლიანი, ორს კი 19 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოში გრძელდება განხილვა საქართველოს 11 მოქალაქის მიმართ, რომელთაც ასევე ბრალი ედებათ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში. კერძოდ, 10 მშობელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმის შექმნაში ჩაბმა, რისთვისაც იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო სკოლის მასწავლებელს ბრალად ედება არასრულწლოვანთა ტრეფიკინგში დახმარება.
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სულ 22 პირია ბრალდებული.