ავტოიმპორტიორები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

უკვე რამდენიმე თვეა ავტობიზნესში დასაქმებული მოქალაქეები მათზე დაკისრებული ჯარიმების გადახდასა და სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ვერ ახერხებენ. ავტოიმპორტიორები კორონა პანდემიის პერიოდში შექმნილ ფინანსურ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას და  ხელისუფლებას ე.წ. ბაჟის გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას სთხოვენ.