პირბადის ტარების წესის დარღვევა დღეიდან დასჯადი ხდება. ახალი კანონის თანახმად, მოქალაქეებს პირბადეების ტარება დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებში მოუწევთ. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი – 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 500 ლარით დაჯარიმდება. მოქალაქესთან ერთად დაჯარიმდება ობიექტის მფლობელიც, ტრანსპორტის შემთხვევაში კი მძღოლი. თუმცა ახალი კანონი მოქლაქეთა გარკვეულ ნაწილზე არ გავრცელდება. როგორც დღეს მთავრობის ადმინიტრაციაში განმარტეს, პირბადის ტარების ვალდებულება ეხსნებათ ექვს წლამდე ბავშვებს, შშმ და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე პირებს.