„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ემზარ კვიციანი, ხვალიდან პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.
გარდა ამისა, ის მოითხოვს, რომ ყველა იმ ადამიანს, ვისაც ქონება უსამართლოდ წაართვეს, დაუბრუნონ. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოსთან წართმეული თავისუფლების დაბრუნების მოთხოვნით მიდის.
„ამასთან დაკავშირებით მე ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ. აშშ-ის საელჩოსთან ადამიანებთან ერთად მივდივარ მოთხოვნით, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე ისე, როგორც ორი დამნაშავე, ოქრუაშვილი და უგულავა გამოაშვებინეს. დამნაშავე გამოუშვიო, რომ გვეუბნებიან, უდანაშაულოს რას გვერჩიან? ამიტომ ამერიკის საელჩოსთან მივდივარ მოთხოვნით: დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
ასევე, კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს.
„ეს არ არის ჩემი ახირება, ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ გაყალბდეს, ან გაყალბების რისკი შედარებით ნაკლები იყოს“,-განაცხადა დეპუტატმა.