რუსეთი საზღვრებს ნაწილობრივ ხსნის: საზღვარგარეთ გასვლა შესაძლებელი იქნება სწავლის, მუშაობის ან მკურნალობის მიზნით. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
უცხო ქვეყნების მოქალაქეებს რუსეთში შესვლის უფლება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ექნებათ: რუსეთში შესვლა შეეძლებათ მათ, ვინც რუსეის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას აპირებს. ასევე ერთჯერადა მათ, ვისაც ქვეყანაში ახლო ნათესავები, მეურვეები ან მეურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანები ყავთ, რომლებსაც მოვლა ესაჭიროებათ.