სიახლეები
ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ოპოზიცია ერთიანდება და საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 25 ოპოზიციური პარტია საქრთველოს კონსტიტუციაში ცვლილებას და 2020 წლისთვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს. მათი თქმით, არსებული მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა და აუცილებელია არჩევნები პროპორციული სისტემით უკვე 2020 წლიდან ჩატარდეს. ოპოზიცია ამ მოთხოვნით განცხადებას და კანონპროექტს პარლამენტში რამდენიმე დღეში შეიტანს, რის შემდეგაც ხელმოწერების შეგროვება დაიწყება. იმისთვის, რომ პარლამენტმა ოპოზიციის ინიციატივა განიხილოს, 200 000 ხელმოწერა უნდა მოგროვდეს, თუმცა ოპოზიციური პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას გეგმავენ.
FaceBook Twitter Google