სიახლეები
მსოფლიო საპატრიარქო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება
აღიარებს თუ არა საქართველო უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას-მსოფლიო საპატრიარქო ილია მეორის გადაწყვეტილებას ელოდება. სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი განიხილეს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებმა და ილია მეორემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს საპატრიარქოში გაიმართა. როგორც მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი აცხადებს, პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და შეხვედრის მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის რაიმე აზრის თავსმოხვევა, ანზეწოლა არ ყოფილა.

FaceBook Twitter Google