პუტინი ამჯერად მართლმადიდებლობის სახელით იმუქრება
ვლადიმერ პუტინი უკრაინის ავტოკეფალიასთან დკავშირებით იმუქრება.კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთი არ ცდილობს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევას, თუმცა იტოვებს უფლებას, გააკეთოს ყველაფერი ადამიანების უფლებების, მათ შორის რელიგიური რწმენის დასაცავად. პუტინმა რუსეთის პატრიარქის კირილის აღსაყდრების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე განაცხადა, რომ უკრაინაში ხორციელდება პროექტი, რომელსაც რწმენასთან საერთო არაფერი აქვს. ამ პროცესში კი კონსტანტინოპოლის საპატრიარქოც ჩართულია.


FaceBook Twitter Google