პოპულარული
ვაშაძე: ივანიშვილის მაფიოზური დაჯგუფებისგან წამოსული სიბინძურის გამო, სუნთქვაა უკვე შეუძლებელი
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ივანიშვოლის მაფიოზურმა დაჯგუფებამ თავისივე სიბინძურის რეკორდი მოხსნა“ გრიგოკლ ვაშაძის თქმითვე, ხელისუფლება საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველა მეთოდს იყენებს, რაც სიძლიერის კი არა, უკიდურესი სისუსტის ნიშანია და ხელისუფლებას ადამიანის კეთილდღეობა და სიცოცხლე არ აინტერესებს. „არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა“ - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. შეგახსენებთ, რომ საუბარია ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების სოციალურ ქსელებში გავრცელებაზე. შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.
FaceBook Twitter Google