ელისაშვილი: კალაძე ებლატაოს თავის თანამშრომლებს, კუდით ქვას ვასროლინებ კალაძეს და „ყაზტრანსგაზს“
ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. ალეკო ელისაშვილსა და თბილისის მერს შორის სელაპარაკება შემთხვევის ადგილზე მოხდა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, კალაძე მფარველობს “ყაზტრანსგაზს“, ამიტომაც არ დადგა ამ დრომდე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი.

“კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დამიწყო. როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმარზე? - გაბრაზდა ბატონი მერი, რადგან ვუთხარი, რომ “ყაზტრანსგაზს” მფარველობს. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება. აქ მარტში რომ ჩაჭრეს მრიცხველი, შემდეგ რატომ არავინ მოვიდა შემოწმებაზე?! ვისი ბრალია ეს? - კუდით ქვას ვასროლიებ კალაძეს და “ყაზტრანსგზას,”- განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 7 ადამიანის გარდაიცვალა. ცნობილია,რომ საცხოვრებელში კუსტარულად დამზადებული გამათბობელი იყო
FaceBook Twitter Google