პოპულარული
რა ხდებოდა ქეთევან წამებულის ქუჩაზე, სადაც შვიდი ადამიანი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა
ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 7 ადამიანის გარდაიცვალა. ცნობილია,რომ საცხოვრებელში კუსტარულად დამზადებული გამათბობელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით 7-ვე გარდაცვლილი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილები თანამშრომელმა ნახა, რომელმაც მამაკაცებს სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ გამოცხადდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს, ადგილზე მისვლის შემდეგ შვიდივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილები აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. გარდაცვლილების ვინაობა ზუსტდება.
FaceBook Twitter Google