ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი დები დააკავეს
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების, დები ირმა და ინგა ხოროიშვილების დაკავება უკანონოდ მოხდა - ამის შსახებ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა გია აბულაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიცია საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. აბულაძე ამბობს, რომ ვიდეომასალები „აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და მერების მობილურ ტელეფოპნებშიც ინახება და მაშინ საგამოძიებო ორგანომ ამის შესახებაც უნდა იცოდეს. ეკა ბესელიას კი მოუწოდებს, დაკავებულ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადოს და რეალური დამნაშავეების დასჯა მოითხოვოს.
| Print |