გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს – NDI-ის კვლევა | 21.04.2022

გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მორიგ ანგარიშსს აქვეყნებს. მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 17% ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ ვითარდება, ხოლო საქართველოს სწორი მიმართულების გზაზე მხოლოდ 28% ხედავს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ არ შეცვლილა სახელმწიფო ინსტიტუტების შეფასება. გამონაკლისია მხოლოდ პრეზიდენტი, რომლის რეიტინგიც თითქმის გაორმაგდა.  ზურაბიშვილის მუშაობის საშუალო შეფასების მაჩვენებელი მარტში  42%-მდე გაიზრდა. პრემმიერ-მინისტრს კი დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 26%  აფასებს.  რაც შეეხება საქართველოს  პარლამენტს – მისი საქმიანობის მიმართ მოქალაქეების 40%-ის შეფასება უარყოფითია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, NDI-მ საზოგადოება ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებებზეც გამოკითხა. ირკვევა, რომ მოსახლეობის  63% პრეზიდენტის  ქმედებას დადებითად აფასებს,  უარყოფითად 18% , ხოლო  კითხვაზე პასუხი არ აქვს ასევე 18%-ს. ამასთან, გამოკითხულთა 46 პროცენტი ფიქრობს, რომ უკრაინაში ომზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხო ქმედებები დადებითია, 37  აცხადებს, რომ უარყოფითი, ხოლო 15%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის ავტორების შეფასებით, გამყარდა მოსაზრება, რომ საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ამბობენ, რომ  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ,  მოსახლეობისთვის ყველაზე სასურველი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორები ევროკავშირი, აშშ და თურქეთი არიან.კითხვაზე, თუ  რომელ ქვეყნებთან  უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა, 42% პასუხობს, რომ ევროკავშირთან.  რაც შეეხება ეკონომიკურ თანამშრომლობას, 40% ასევე ევროკავშირს ასახელებს.  28%  – აშშ-ს, 26%  – თურქეთს, 17%  – აზერბაიჯანს, 16% რუსეთს.
რაც შეეხება ნატო-ს, კვლევის ავტორები აღნიშნავენ,  ომის დაწყების შემდეგ  მოსახლეობაის 71 % ნატო-ში გაწევრიანებას კიდევ უფრო აქტიურად უჭერს მხარს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე და ორი კვირის შემდეგჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება.რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები