სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება – სერგეი ლავროვი | 19.04.2022

“უკრაინაში სპეცოპერაციის შემდეგი ფაზა იწყება, რომლის მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სრული გათავისუფლებაა,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა India Today-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გეგმავს.  ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა დასავლეთს და აშშ-ს დააკისრა და თქვა, რომ დასავლეთმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

“ოპერაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნად ისახავს, როგორც უკვე გამოცხადდა, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების სრულ გათავისუფლებას. ეს ოპერაცია გაგრძელდება. ამ სპეცოპერაციის შემდეგი ეტაპი ახლა იწყება.  ამ ეტაპზე ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების ვარიანტს.   ზელენსკის რომ ეთანამშრომლა და ეცადა, მინსკის შეთანხმებების განხორციელება, მაშინ კრიზისი დიდი ხნის წინ მოგვარებული იქნებოდა. დასავლეთმა უღალატა ზელენსკის. ვფიქრობ, მათ უბრალოდ გამოიყენეს ის რუსეთის წინააღმდეგ,” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები