რუსეთის მუქარა აშშ-ს – Washington Post-ი ინფორმაციას ავრცელებს | 15.04.2022

“თუ ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, ამას შესაძლოა, „არაპროგნოზირებადი შედეგები“ მოჰყვეს” – ოფიციალური მოსკოვის ამ მუქარაზე ინფორმაციას, ამერიკული გამოცემა Washington Post ავრცელებს. გამოცემის ცნობით რუსეთმა შეერთებულ შტატებს  დიპლომატიურ ნოტა გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ შტატებმა და მისმა  მოკავშირეებმა უნდა  შეაჩერონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გულისხმობს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსების დიპლომატიური ნოტის შინაარსის განხილვას ან კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ  ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 1  მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო. აპრილის დასაწყისში, აშშ-ს სამხედრო მარაგებიდან უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის ღირებულების „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდება დამტკიცდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები