ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება | 15.04.2022

ოპოზიციის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია – ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი, რომელიც საქართველომ ევროკომისისგან მიიღო, გასაჯაროვდება.  განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. ილია დარჩიაშვილის თქმით, მაღალი სააზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  შესაბამისი დოკუმენტის გაცნობას უახლოეს პერიოდში  ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს. მისივე თქმით, სპეციალური კითხვარი უკვე დაურიგდა შესაბამის უწყებებს და მის შესავსებად აქტიური სამუშაო მიმდინარეობს.

ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე  მიიღო. 11 აპრილს კი  საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად კითხვარი ჩაიბარა,  რის შემდეგაც ოპოზიცია მის გასაჯაროებას მოითხოვდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები