განაჩენი ნიკა კვარაცხელიას საქმეზე – ვინ დგას მკვლელობის უკან? | 15.04.2022

ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. აკო ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. მოსამართლემ დაადგინა, რომ ორივე ბრალდებული ჯგუფურად და ორგანიზებულად მოქმედებდა.

აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე უკვე მსჯავრდებულები არიან- თუმცა გამოძიება ისევ გრძელდება. საგამოძიებო უწყება ამ დრომდე არკვევს, ვინ დგას ამ მკვლელობის უკან. ნიკო კვარაცხელია ოჯახის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ბიჭი შეკვეთილი მკველობის მსხვერპლი გახდა, თუმცა ამ ვერსიას ბრალდბულები საქმის განხილვის ეტაპზე კატეგორიულად უარყოფდნენ. კვარაცხელიას ოჯახის უფლებადამცველი გამოძიების ახალ ნაბიჯებს ელოდება.

ნიკა კვარაცხელია  ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.  ახალგაზრდა ბიჭი 15  სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე   მოკლეს. საქმეზე თითქმის,ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე  წყნეთში დააკავეს.  გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა კვარაცხელიას მკვლელობა დაგეგმეს, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი. ისინი ჩაუსაფრდნენ კვარაცხელიას, აკო ჭელიძემ მისი  მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გიორგი კივილაძესთან ერთად ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა. აკო ჭელიძემ საქმის განხილვის ეტაპზე-    ბრალი ნაწილობრივ აღიარა და თქვა, რომ   კვარაცხელიას თვითონ ესროლა, თუმცა უარყოს ჯგუფური დანაშაული.  ასრულებდნენ თუ არა დანაშაულის ჩადენისას აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ვინმეს დავალებას- ამაზე პასუხი ახლა საგამოძიებო უწყებამ უნდა გასცეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები