“არის თუ არა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდი, ამაზე პასუხი არც საერთაშორისო საზოგადოებას აქვს” | 14.04.2022

არის თუ არა რუსეთის მიერ უკრაინაში  განხორციელებული სამხედრო ქმედებები გენოციდი – ირკვევა, რომ  “ქართულ ოცნებას” ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს და ჰააგის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს ელოდება.  განცხადება დღეს  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.  ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ   რუსეთის ქმედებებზე პასუხი არც საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს.  შეგახსენებთ, რომ  რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულებს აშშ-ის პრეზიდენტმა „გენოციდი“ უწოდა. მსგავსი ტერმინი უკვე გამოიყენა  ჰააგის სასამართლოს პროკურორმა. ასევე დიდი პრიტანეთისა და  კანადის პრემიერ-მინისტრებმა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები