აზარტულ თამაშებში გადარიცხული სახელმწიფოს ფული | 14.04.2022

დაკავებულია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი.  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული სამსახურეორივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, დააგენტოს კუთვნილ ბიუჯეტს ჯერ საკუთარ საბანკო  ანგარიშებზე, შემდეგ კი ტოტალიზატორში რიცხავდა. მითვისებული თანხა 140 ათას ლარს აჭარბებს.  უწყებში არ გამორიცხავენ რომ მისი ოდენობა  კიდევ გაიზარდოს. გორის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისებისა და ტოტალიზატორის საკუთარ ანგარიშებზე გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ტელევიზიებმა აჩვენეს ფრაგმენტი, რომლის მიხედვითაც ირკვეოდა, რომ ერთ-ერთი  ბუღალტერი ერთ-ერთი ტოტალიზატორის გათამაშებაში მანქანას იგებდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები