ულტიმატუმების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” უკრაინაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო | 12.04.2022

“ქართულმა ოცნებამ” უკრაინაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთთან ომში მყოფ უკრაინაში  დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ბექა ოდიშარია ჩავლენ.  განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების” თავჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძე, რომელიც ბოლო დღეებია ვიზიტის წინაპირობებზე საუბრობს, დღეს აცხადებს, რომ  უკრაინაში გამგზავრების სურვილი საპარლამენტო უმრავლესობიდან ბევრ დეპუტატს აქვს, თუმცა მეზობელ ქვეყანაში რამდენიმე დეპუტატი გაემგზავრება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში უახლოეს დღეებში ჩავა, სავარუდოდ ოპოზიციის ლიდერებიც იქნებიან. დეტალები  დღის ბოლომდე დაზუსტდება.  ხელისუფლების ოპონენეტები თვლიან, რომ ვიზიტი ჩვენს ქვეყანას სოლიდურად წარმოაჩენს.  იქამდე კი მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკის სამიზნე ხდება.  ამბობენ, რომ ხელისუფლება, საკუთარი ყოყმანით და განცხადებებით,  შეურაცხყოფას აყენებს არამარტო უკრაინას, არამედ საკუთარ ხალხსაც. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეგობარი ქვეყნის დასახმარებად და მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლებას წითელი ხალიჩები არ უნდა სჭირდებოდეს.

უკრაინის რადას თავჯდომარემ,  რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები ბუჩაში იმ სისასტიკის საკუთარი თვალით სანახავად მიიწვია, რომელიც  იქ რუსებმა ჩაიდინეს. მიწვევას,  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა. აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს. ამ განცხადების გამო, საქართველომ მეგობარი ქვეყნისგან კრიტიკა მიიღო. საქართველოს ხელისუფლება კრიტიკის სამიზნე გახდა, ოპოზიციისაა და საზოგადოების ნაწილის მხრიდანაც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები