ნიკა კვარაცხელიას ოჯახი განაჩენის მოლოდინში – მოკლულის დედის მიმართვა მოსამართლეს | 12.04.2022

ნიკო კვარაცხელიას ოჯახი განაჩენის მოლოდინშია. სასამართლო დარბაზში, შვილის მკვლელობაში ბრალდებულებს დღეს პირისპირ პირველად შეხვდა მოკლული 22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედა. იზა ომიაძემ მოსამართლეს ემოციური სიტყვით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური იქნება.  აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს გამოძიება განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავება, თუმცა  მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს შეკვეთილი მკველობა იყო. ნიკო კვარაცხელიას დედისთვის ახლა მნიშვნელოვანია ყველა ის პირი, რომელსაც მკვლელობაში ბრალი მიუძღვის სათანადოდ დაისაჯოს.

ნიკა კვარაცხელია  ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ახალგაზრდა ბიჭი 15  სექტემბერს, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს. საქმეზე თითქმის, ერთთვიანი ძებნის შემდეგ, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში დააკავეს. მათ ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობას და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავებიან. დანაშაულს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები