ჩავა თუ არა „ოცნება“ უკრაინაში- მმართველი პარტია ულტიმატუმის ენით საუბრობს | 11.04.2022

რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ და ჩავა თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინაში – “ქართული ოცნება” უკრაინაში ვიზიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ოფიციალური კიევი, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გახმოვანებულ შეურაცხყოფას პასუხებს გასცემს.  “ქართულ ოცნება”  უკრაინის მაღალჩინოსნების მიერ  გამოთქმულ კრიტიკას  არ იზიარებს და აცხადებს, რომ  საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ, უკრაინული მხარე ხშირად ურთიერთგამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებს, ეს კი, ოცნების შეფასებით, ურთიერთობებში  გარკვეულ პრობლემებს ქმნის. როგორც მმართველმა პარტიაში ამბობენ, უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი კი ოფიცილაური კიევის ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ განიხილება.

უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ჩასვლა გადაწყვეტილი აქვს ოპოზიციას. კონკრეტული თარიღი ამ კვირაში დაზუსტდება.  იქამდე კი მმართველი გუნდი ოპონენტების კრიტიკის სამიზნე ხდება.  ამბობენ, რომ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პოზიციით შეურაცხყოფას აყენებს არამარტო უკრაინას, არამედ საკუთარ ხალხსაც. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეგობარი ქვეყნის დასახმარებად და მხარდასაჭერად საქართველოს ხელისუფლებას წითელი ხალიჩები არ უნდა სჭირდებოდეს. ისინი  დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კონკრეტულ დავალებებს პუტინის რეჟიმისგან იღებს.

რუსლან სტეფანჩუკმა პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და დეპუტატები ბუჩაში იმ სისასტიკის საკუთარი თვალით სანახავად მიიწვია, რაც იქ რუსებმა ჩაიდინეს. მიწვევას,  8 პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა. აღნიშნა, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დაუსაბუთებელი დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები