უკრაინის რადას თავმჯდომარე ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილს მოწვევას უგზავნის | 08.04.2022

უკრაინის რადას თავმჯდომარე ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილს მოწვევას უგზავნის.  უკრაინის რადას თავმჯდომარის, ანდრეი კასიანოვის თქმით,  მსოფლიო თანამეგობრობა  არჩევანის წინაშე  დგას – მოისმინოს მოსკოვის ულტიმატუმები და სიცრუე ან ააშენოს ისეთი უსაფრთხოების სისტემა, რომ არცერთი სახელმწიფო არ შეეცადოს თავს მოახვიოს თავისი ცრუ ხედვა მთელ მსოფლიოს.

“დღეს მსოფლიომ ნახა და დაგმო სამხედრო დანაშაულები ბუჩაში. თქვენ გეცოდინებათ, რომ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს, ჩავიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაულები. შესაბამისი მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა,” – ანდრეი კასიანოვი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები