„ლელოს” კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ | 08.04.2022

„ლელომ“ ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა, რომელმაც „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დაარეგულიროს და აკრძალოს“.  ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გენოციდის მოწყობის ფონზე რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებას.  ამბობენ, რომ სხვადასხვა პარტიებისა თუ მასმედიის საშუალებების მიერ, რუსული პროპაგანდის ხელშეწყობა  საფრთხის შემცველია.

“ლელოს” ინიციატივასთან დაკავშირებით ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. მათი ნაწილისთვის კანონპროექტის შინაარსი მიუღებელია. ერთ-ერთი ასეთი პარტია “გირჩია”. კანონპროექტს მხარს დაუჭერს “სტრატეგია აღმაშენებელი”.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები