თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს უზურპაცია მოახდინა – კულტურის სფეროს წარმომადგენლები | 07.04.2022

“კულტურის სამინისტრო, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ჩაკეტილობის და რეპრესიების განმახორციელებელ ორგანოდ გადაიქცა” – ეს განცხადება დღეს პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ნაცვლიშვილის თქმით,  დღევანდელი ღონისძიებით ისინი იმ ხელოვანებს ეხმარებიან, რომლებსაც სურთ იფრომაცია  პარლამენტს მიაწვდინონ. კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ რომ მინისტრმა, თეა წულუკიანმა კულტურის სფეროს უზურპაცია მოახდინა. როგორც  კინორეჟისორი  სალომე ჯაში ამბობს,  სფეროს წარმომადგენლები ღირებულებათა ბრძოლაში არიან, რის გამოც ის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ელისო ბოლქვაძეს ურჩევს, რომ  კონკრეტული მხარე უნდა დაიჭიროს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები