ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოზიცია – ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანზე“ მოსკოვში ვიზიტზე | 07.04.2022

“ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეორივი პოზიცია” – ასე აფასებენ ოპოზიციაში პატრიოტთა ალიანსის მოსკოვში ვიზიტს. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული  გენოციდის ფონზე ირმა ინაშვილის ოკუპანტ ქვეყანაში ვიზიტი ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია.  სწორედ ამიტომ ისინი პატრიოტთა ალიანსისი ლიდერებს  მტერთან კოლაბორაციაში ადანაშაულებენ.  მიიჩნევენ, რომ “პარტიოტთა ალიანსი” “ქართული ოცნების” რადიკალური დაჯგუფებაა. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ პრორუსი განწყობის პარტია მოსკოვში ქართულმა ოცნებამ გაგზავნა. რადგან მათი თქმით,  “ქართული ოცნება”  “პატრიოტთა ალიანისის” სახელით აკეთებს იმას, რის გაკეთებასაც თავად ღიად ვერ ბედავს.

ირმა ინაშვილი, ქვეყნის ნეიტრალიტეტის მომხრე რომ არის, ეს  პრორუსული პარტიის ლიდერს არაერთხელ უთქვამს. პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკას მან სოციალურ ქსელში უპასუხა, სადაც წერს, რომ  დრო არის საქართველო ოფიციალურ კრემლს მშვიდობაზე ესაუბროს. უფრო მეტიც,  ინაშვილი  ომში მყოფი უკაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის “ნაციონალური მოძრაობის” პარტიონად ასახელებს და მიიჩნევს, რომ ოფიციალური კიევი  საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა. პრორუსი პოლიტიკოსი  ზელენსკის , საქართველოს რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

აგრესორ რუსეთში ვიზიტით,  ირმა ინაშვილი და დავით-თარხან მოურავი იმყოფებიან და შეხვედრებს რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს ხვდებიან.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პატრიოტთა ალიანსი, მოსკოვში შეხვედრებს მართავს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები