უკრაინა „ოცნებისგან არგმენტებს და მტკიცებულებებს ელოდება, „ოცნება“მტიცებულებებს უკრაინისგან ითხოვს | 06.04.2022

ველოდებით თბილისისაგან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს –  განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. საუბარია უკრინის თავდაცვოს სამინისტროს დაზვერვის სამსახურის  იმ ინფორმაციაზე,  რომლთაც, რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული საქონელი ჩადის. უკრაინის პირველი დიპლომატი ოფიციალური თბილისისგან  ბრალდებების გასაქარწყლებლად დამაჯერებელ არგუმენტებს ელოდება.  კულება ამბობს იმასაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ზომებს მას შემდეგ მიიღბენ რაც ქართული მხარისგან  არგუმენტებს მიიღებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა, 2 დღის წინ   გაავრცელა  ინფორმაცია, რომ  რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე,  ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ამ განცხადებას იმავე დღეს  უპასუხა საქართველოს ფინანსთა სამინიტრომ და თქვა  ბლადება – დაუსაბუთებელი და აბსურდულია. გუშინ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და უკრაინული მხარის ინფორმაცია უარყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები