მორიგი გატაცება საოკუპაციო ხაზთან – სოფელ აძვის ტერიტორიაზე ოკუპანტებმა გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს | 06.04.2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა სამხედროებმა გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს. მისი უკანონო დაკავება დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. უწყების ცნობით, ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღეს. ქუჯოშვილს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.  ამ ბრალდებით, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება. ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. ამ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები