უკრაინა ემზადება გამარჯვებისთვის და ჩვენ გვამზადებენ ჩაბარებისთვის – სააკაშვილის განცხადებები | 05.04.2022

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთს იარაღს საქართველოს გავლით აწვდიან. მესამე პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას ახსნა-განმარტებას სთხოვს.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი სასამართლო პროცესი დატოვა. ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, ექსპრეზიდენტის გარეშე გაგრძელდა.  დაცვის მხარემ პროცესზე  ირაკლი კობახიძის განცხადება წაიკითხა, რომელიც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. ადვოკატებმა ამ განცხადების დამატებით მტკიცებულებად დართვას ითხოვეს.  მათივე შეფასებით, საქმეს მტკიცებულების სახით უნდა დაერთოს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას და სახალხო დამცველის განცხადებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიმდინარეობს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. ადვოკატების პოზიცია არც  მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გაიზიარა.

საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან  ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები