საპატრიარქო ბუჩაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება | 05.04.2022

“უამრავი ვიდეომასალა ვრცელდება ბუჩაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების ადგილიდან. გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ დიდი გულისტკივილი იმ ტრაგედიის გამო, რაც სამხედრო აგრესიის ვითარებაში ხდება,” –  ამ განცხადებით, უკრაინის ქალაქ  ბუჩაში  დატრიალებულ სისასტიკეს საპატრიარქო ეხმიანება.

“საპატრიარქო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა  ოჯახებს და  ახლობლებს.  მიუხედავად ომის სასტიკი ,,კანონებისა” მსგავსი სიმძიმე, რაც კადრებში ჩანს, ძნელი წარმოსადგენია, ყოველივე ამის ხილვამ შეუძლებელია, ადამიანი სრულად არ შეძრას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები