ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე თეა წულუკიანის წინააღმდეგ | 05.04.2022

ეროვნული კინოცენტრის ყოფილი დირექტორი თეა წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. გაგა ჩხეიძე კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან 14 მარტს, ვადის ამოწურვამდე გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზი  კი აუდიტის დასკვნა გახდა. თუმცა, თავად გაგა ჩხეიძე თვლის რომ ის წულუკიანი რეპრესიების მსხვერპლია, რაც მის მიერ  უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდამჭერ  პოსტს მოჰყვა.  ჩხეიძის თქმით, მინისტრის მხრიდან უარყოფითი განწყობა თავიდანვე იგრძნობოდა. ამბობს, რომ პირველი კამათი წულუკიანთან სალომე ჯაშის ფილმთან დაკავშირებით მოუვიდა, რომელიც  კულტურის მინისტრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ თეა წულუკიანმა სფეროში ცვლილებები განახორციელა. რეორგანიაზაციის შედეგად  70-ზე მეტი თანამშრომელი  გათავისუფლდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები